ოკუპირებულ ყირიმში ისევ აფეთქებებია. The Guardian-ის ინფორმაციით, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა მოხდა.
სოციალ ქსელებში კადრებიც გავრცელდა, სადაც შტაბ-ბინის ტერიტორიაზე კვამლი ჩანს.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, დრონი მოგვიანებით შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს და ცეცხლი მას გაუჩნდა.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.