უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ე.წ. რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს, სადაც ყველა დამარცხებულია.
„რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელება, ტერორი და კრიმინალური შანტაჟი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გააჟღერა: „მთავარი პირობა – უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა“.