მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ დაბრუნდება ყირიმში. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 193-ე დღის შემაჯამებელ მიმართვაში განაცხადა.
"მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ დაბრუნდება ყირიმში. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები დგამენ საჭირო ნაბიჯებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს ნაბიჯები. და ყველა ხედავს: ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან. ეს მათთვის სწორი არჩევანია.
დღეს მინდა მადლობა გადავუხადო 103-ე სახმელეთო თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც შედეგი დადეს დონეცკის ოლქში - დასახლება განთავისუფლდა.
ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა.
ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი - მისი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.
მადლობა ყველას ბიჭებო!"– განაცხადა ზელენსკიმ.