უკრაინას რუსული სამხედრო ხომალდის, კრეისერ მოსკოვის ჩაძირვაში შეერთებული შტატები დაეხმარა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი საუბრობს და ამბობს, რომ აშშ ომში მყოფ ქვეყანას დაზვერვაში დაეხმარა, რის შემდეგაც უკრაინელებმა ხომალდს ჭურვები ესროლეს. ამ საკითხზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი დამატებით არაფერს ამბობს.
ასევე, გამოცემა Defense One კი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეზე, ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ კრეისერი მოსკოვი ჩაძირეს.
ცნობისთვის, ეს ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინს უტევდა და რომლის მისამართითაც ითქვა ლეგენდარული ფრაზა "Русский корабль, иди н***й!" გემი უკრაინელებმა 14 აპრილს დაბომბეს.