
სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის და კიდევ 18 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

უკრაინას რუსული სამხედრო ხომალდის, კრეისერ მოსკოვის ჩაძირვაში შეერთებული შტატები დაეხმარა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი საუბრობს.

პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართვაში განაცხადა.

სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციის მხარდასაჭერად უკრაინა ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ.

ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ დაბრუნდება ყირიმში. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 193-ე დღის შემაჯამებელ მიმართვაში განაცხადა.