
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.

როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პოზიციებზე, ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, დარტყმები განახორციელეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამერიკის კონგრესს უკრაინის მხარდაჭერისთვის 11,7 მლრდ აშშ დოლარ სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ევროკავშირი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 5 მილიარდი ევროს ოდენობით , - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით გაანადგურეს რუსული საბრძოლო მასალის 5 საწყობი ბაშტანის, ბერისლავისა და ხერსონის რაიონებში.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება, რადგან მას ვერ დააჩოქებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ. მისი თქმით, რუსეთის მიზანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვაა, რომ რუსულ ქსელს შეუერთოს.