უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უფლებას პუტინს არ მისცემს.
როგორც ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა BILD-თან საუბარში განაცხადა, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
"მე არ მჯერა, რომ ის [პუტინი] იარაღს გამოიყენებს. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მას ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს. ხვალ პუტინმა შეიძლება თქვას: უკრაინასთან ერთად, ჩვენ პოლონეთის ნაწილიც გვინდა, სხვა შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ამ კომპრომისებზე წასვლა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.