რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ბირთვული შანტაჟის ქვეშაა. ამ თემაზე მან დღეს სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ თუ ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი "გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას".
"ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვითარება შეიძლება შემობრუნდეს მათი მიმართულებით [...] დასავლეთის მიზანია ჩვენი ქვეყნის დასუსტება, გაყოფა და საბოლოოდ განადგურება. დასავლეთმა გადალახა ყველა ხაზი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საუბრობენ უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდებაზე",- თქვა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ შეძლეს საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წელს და ახლა დადგა დრო, რუსეთი დაიშალოს.