
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასა და მოლაპარაკებების პროცესს ახლა აზრი არ აქვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაგმო დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს რუსი ოფიციალური პირები დედოფლის დაკრძალვაზე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ხარკოვისა და იზიუმის ოლქში მასობრივი საფლავების ადგილზე ექსჰუმაციის სამუშოები გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა შეძლებს მშვიდობიანად ცხოვრებას, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს.

დავადგენთ ყველას ვინაობას ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ევროკავშირი ღრმად შოკირებულია რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ მასობრივი სამარხის აღმოჩენის გამო, რომელშიც 440-ზე მეტი ცხედარი იყო.

რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი აცხადებს, რომ არსებობს იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლის ნება დართო.

ვნახოთ, როგორ განხორციელდება და რით დამთავრდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.