
უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რუსი ოკუპანტები მელიტოპოლიდან ოკუპირებული ყირიმისკენ გარბიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონსა და დონეცკში რუსი ოკუპანტების კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ხარკოვის ოლქის 95 პროცენტი ოფიციალური კიევის კონტროლს უბრუნდება. საოკუპაციო არმია ბრძოლის ველს ტოვებს და რუსეთ-უკრაინის საზღვისკენ მიიწევს.

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების სისასტიკის ახალი ფაქტები.

უკრაინის არმიამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ანა მალიარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლება რუსულ ფრონტს ჩამოშლის. ამის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 200-მდე ომის დანაშაული ფიქსირდება.