ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან, "სერიოზულად შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთის საერთაშორისო პოზიციის სერიოზული ზიანის გამო".
BBC-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰავისტო უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავს და გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრებს.
რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ფინეთის საზღვარზე რუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - კვირის დასაწყისში 3 100-დან დაახლოებით 6 500-მდე.