
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოკირებულია ისრაელისგან დახმარების ნაკლებობით - ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია ისრაელის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნებისთვის აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებს არ ადანაშაულებს, უბრალოდ ფაქტებზე საუბრობს.
"შოკში ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული...გაიმართა დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დახმარებია უკრაინას. თქვენ ხედავთ რუსეთის გავლენას ისრაელზე. მე ისრაელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვთვლი.
მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ისრაელი იარაღს სხვა ქვეყნებში გზავნის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.