მარიუპლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობის გაყვანის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ზაპაროჟიეს ოლქის ხელმძღვანელზე ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით იუწყება.
„ვიმედოვნებთ,შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოლსკის რაიონში. ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე, კიდევ ერთი ოჯახი მოჰყვა სროლებში. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ, მაგრამ ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხისგება, თითოეული ბავშვისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის“, - განაცხადა სტარუხმა.