გაეროს უშიშროების საბჭომ, უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუცია არ მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის თანახმად, უკრაინაში უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი და უზრუნველყოფილიყო მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარება და მშვიდობიანი ევაკუაცია, თუმცა დოკუმენტში გათვალისწინებული არ იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეწყვეტის საკითხი.
დოკუმენტმა საჭირო ხმები ვერ დააგროვა. რეზოლუციას მხარი მხოლოდ თურქეთმა და ჩინეთმა დაუჭირა.