უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ურჩია, დროებით არ დაუწესოს სანქციები რუს ოლიგარქსა და ჩელსის მფლობელს რომან აბრამოვიჩს, რადგან, მისი თქმით, ის შესაძლოა მნიშვნელოვანი შუამავალი აღმოჩნდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ საკითხზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლო სატელეფონო საუბრისას ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა 10 მარტს დაუწესა.