უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის, განცხადებით რუსეთი უკრაინის მთელს ტერიტორიას არ დატოვებს.
მისივე თქმით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გართულდება რუსეთის ფედერაციის უკრაინიდან გაძევება.
„არ იქნება „ავღანეთიზაცია“ და რუსეთის ფედერაციისთვის დამღლელი გრძელი კონფლიქტი, როგორც ამას ზოგიერთი ელის. რუსეთის ფედერაცია დატოვებს უკრაინის ტერიტორიას გარდა სამხრეთისა და აღმოსავლეთისა. შეეცდება იქ ღრმად ჩაფვლას, დააყენებს საჰაერო თავდაცვას, მკვეთრად შეამცირებს დანაკარგს და დაიწყებს პირობების კარნახს. მძიმე იარაღის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის ფედერაციის გაძევებას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.