ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინას მხარდაწერა აღუთქვა და დაპირდა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
"უკრაინას ოფიციალურად და სწრაფად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ვაღიარებთ. ამას ევროპარლამენტის სახელით გპირდებით. აგრეთვე, ჩვენ უკრაინას დავეხმარებით ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენაში", - განაცხადა მეცოლამ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, უკრაინელი ხალხის და ქვეყნის მხარდასაჭერად.
"ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად მნიშვვნელოვანი ნაბიჯია. მადლობელი ვარ, რომ სინათლის მხარეს ხართ და უკრაინისთვის კარგი გსურთ. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ", – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.