გუშინდელი ბრძოლის შედეგად რუსეთს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი. ქალაქ ალჩევსკში, ადგილობრივმა საავადმყოფომ კადიროვის ჯგუფიდან დაახლოებით 30 დაჭრილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"ოკუპანტები ცდილობენ მასშტაბურ შეტევას სლობოჟანსკის, დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში. გააქტიურდა მუშაობა დნესტრისპირეთის რეგიონში ოკუპანტების ჩასართავად საზღვარზე პროვოკაციების მოსაწყობად. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი აგრძელებს უკანონო ქმედებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, იტაცებს ადგილობრივებს. რუსეთს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი. ქალაქ ალჩევსკში, ადგილობრივმა საავადმყოფომ კადიროვის ჯგუფიდან დაახლოებით 30 დაჭრილი მიიღო,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.