კრეისერი "მოსკოვი" შტორმის დროს ბუქსირებისას ჩაიძირა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინს უტევდა და რომლის მისამართითაც ითქვა ლეგენდარული ფრაზა "Русский корабль, иди н***й!" გემი უკრაინელებმა გუშინ დაბომბეს.