უკრაინის შსს-ს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ჩერნობილში ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილება გაძარცვეს და თან რადიოაქტიური ნივთები მოიპარეს.
"მათ ბევრი რამ წაიღეს, კერძოდ, გაძარცვეს პოლიციის განყოფილება ზუსტად ჩერნობილის ტერიტორიაზე. იყო რადიოაქტიური ნივთებიც, რომელიც მოქალაქეებს ჩამოვართვით... შემდეგ გაუჩინარდნენ და გავარკვიეთ, რომ ისინი ბელარუსიდან რუსეთში არიან ამანათებით. ნუ უხარიათ იმ დედებს და ცოლებს, რომლებიც მიიღებენ ასეთ "საჩუქრებს", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დიდი ხნის არქივი. ისინი ჩერნობილის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირა იმყოფებოდნენ. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები აკრძალულ ტერიტორიებზე შესვლის შედეგად მოიწამლნენ და ტერიტორია დატოვეს.