რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კიევზე შეტევით ოფიციალურად იმუქრება. ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, გენერალი კონაშენკოვი უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიებისა და თავდასხმის მცდელობებში ადანაშაულებს და იმ ობიექტების და ცენტრების განადგურებით იმუქრება, სადაც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.
გენარალს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა რუსული არმიის სამიზნე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ან გენერალური შტაბი.
დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას რუსულ სასაზღვრო საგუშაგოებზე უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესახებ. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინელები თავს დაესხნენ კურსკის და ბელოგორდის ოლქებში უკრაინის საზღვარზე არსებულ პუნქტებს.