უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ოკუპანტი რუსეთის კრეისერი "მოსკოვი" იწვის, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. არესტოვიჩის თქმით, ეს სწორედ ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინს უტევდა და რომლის მისამართითაც ითქვა ლეგენდარული ფრაზა "Русский корабль, иди н***й!"
"საზღვაო ფლოტის ფლაგმანი კრეისერი "მოსკოვი" იწვის. ერთგვარი მოულოდნელობაა. ძლიერად იწვის. უცნობია შესაძლებელი იქნება თუ არა ცეცხლის ჩაქრობა. იქ ეკიპაჟის 510 წევრია. ვერ ვგებულობთ რა მოხდა. ან ორმა მატროსი უადგილო ადგილზე მოსწია, ან მორიგ ჯერზე რაღაც უსაფრთხოების წესები დაარღვიეს. რაღაცნაირად არ უმართლებთ. როგორც "ბელგოროდს" არ გაუმართლა, არც "მოსკოვს". შავი ზღვის აუზშია. მინდა ვთქვა, რომ ეს ის ხომალდია, რომელიც ***-ზე გაუშვეს. ზუსტად ისაა, ის ესროდა დამცველებს. ამრიგად იმუშავა ძველმა სამხედრო ანდაზამ "დედამიწა კი მრგვალია, მაგრამ ჩემოდნის ფორმა აქვს და ერთმანეთს კუთხეში აუცილებლად ხვდებიან". ამგვარად გეშტალტი შეიკრა ლოგიკურად," - განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.