მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნიკუ პოპესკუს განცხადებით,რუსეთის არმია მოლდოვის მოქალაქეების გადაბირებას და ომში ჩართვას ცდილობს. ამის სესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„რუსეთის ასეთი ქმედებები არ ემსახურება მშვიდობის წინ წაწევას ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, ოჯახებისთვის. ეს ძალიან სახიფათოა და უნდა შეჩერდეს“ – განაცხადა პოპესკუმ.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ რუსეთის ელჩს და მოლდოვას ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი პოზიცია აქვს.
მანამდე დიდი ბრიტანეთს დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების გაძლიერებას დნესტრისპირეთში მოქალაქეების გადაბირებით ცდილობს.