დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის კიდევ უფრო მეტ დახმარებაზე საუბრობს.
მისივე თქმით, კრემლის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება აუცილებელია.
"პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. სიტუაცია ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია. ჩვენ უბრალოდ რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვნახეთ უკრაინელების წარმოუდგენელი გმირობა და მათი ბრძოლის სურვილი. არ აქვს მნიშვნელობა მომდევნო რამდენიმე თვეში რა სამხედრო უპირატესობის მოპოვებას შეძლებს ვლადიმერ პუტინი, ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ის უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას ვერ გატეხს.
ჩვენ უნდა შევხედოთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამხედრო თვალსაზრისით. უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და სწორედ ამას ვაკეთებთ,"- აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას გაერთიანებული სამეფო კიევში საელჩო ხელახლა გახსნის.