უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ქალაქ მარიუპოლიდან დღეს ევაკუაცია იგეგმება.
მისივე თქმით, ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წარიმართება, ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება.
„მარიუპოლში დღეს ჩვენ კვლავ ვცდილობთ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას. ახლა ვიწყებთ შეკრებას „პორტ-სიტის“ სავაჭრო ცენტრთან“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
ცნობისთვის, მარიუპოლიდან და მასში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია წინა დღეებში ჩაიშალა. ვერეშჩუკის განცხადებით, რუსული მხარე უარს ამბობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო დერეფნების გახსნაზე.