უკრაინელი პოლიტოლოგის რუსლან როხოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები სერიოზულ ზარალს აყენებენ რუსეთის ეკონომიკას. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს ამ ომისგან სერიოზული ზარალი მიადგა, იმაზე მეტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომისგან. ომის მეორე ფაზა იმისკენ არის მიმართული, რომ რაღაც შედეგის მიღწევასთან ერთად მოლაპარაკებების პროცესზეც განახორციელონ ზეწოლა და გარკვეული შედეგი იქნეს მიღწეული, რომ უკრაინა აიძულონ დათანხმდეს რაღაც შეთანხმებაზე.
"როგორც კი დაინახავს რუსული ელიტა იმას, რომ პუტინი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც პუტინს სურს იყოს, როგორც კი იგრძნობენ სანქციების შედეგად მიყენებულ ზარალს ეს აუცილებლად გამოიწვევს შიდა არეულობას. ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები სულ უფრო მკაცრდება, საუბარია ნავთობპროდუქტების ექსპორტზე ემბარგოს დაწესებაზე, რაც ეკონომიკური კრახი იქნება ბევრი რუსული სტრუქტურისთვის. უკვე დღეს ვხედავთ, რომ რუსულ ბანკებს სერიოზული პრობლემები აქვთ ფინანსური და გამოაცხადებენ დეფოლტს, ეს კი იქამდე მივა, რომ ელიტის წარმომადგენლებს რომლებიც მიჩვეული იყვნენ არაფერზე ეთქვათ უარი, დღეს უკვე მოუწევთ ფუფუნებაზე უარის თქმა. მათი აქტივები საზღვარგარეთ გაყინულია, ეს მათთვის სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, შესაბამისად, ეს პროცესი თუ გაგრძელდება, გამოიწვევს შიდა არეულობას. ამის დასტურია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაინგრევას , წინ უძღოდა ომი ავღანეთში, რამაც მაშინდელ ელიტაში უკმაყოფილება გამოიწვია, თუ როგორ დასრულდა ეს პროცესი კი ვნახეთ. დარწმუნებული ვარ , რომ ამ შემთვევაშიც სწორედ ასეთ დასასრულს ვიხილავთ. რუსეთი იმპერია ბოლო ბირთვია პლანეტაზე და ის მალე დასრულდება, რომლის შემდეგ შეიქმნება 32 თუ 34 ახალი სახელმწიფო. ჩემი ოპტმისტური სცენარის თანახმად რუსეთის შეჩერება, მოხდება საომარი მოქმედებებითა და პარალელურად სანქციების გამკაცრდებით რაც რუსეთს მიიყვანს ეკონომიკის კოლაფსამდე . როდესაც სავაჭრო დახლებიდან გაქრება სხვადასხვა პროდუქტები, ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება, ეს შიდა პროცესების კატალიზატორი იქნება, რაც აქამდე მიყუჩებული იყო, მათ შორის ვგულისხმობ ეთნიკურ და ნაციონალურ საკითხებს, ეს პროცესი ელიტას მიიყვანს იმ აზრამდე, რომ მათი პრობლემის მიზეზი მხოლოდ ერთი ადამიანია და ეს პუტინია, რომელმაც გადაწყვიტა დიქტატორობა ეთამაშა." – განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ : https://www.facebook.com/watch/?v=500499438422052