ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაველ ლატუშკო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელია სტრატეგიული შეცდომა იქნეს დაშვებული. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ –უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
მისევე თქმით, დღეს პრობლემის არ შემჩნევის პოლიტიკა, პრობლემის სიდიდის არ შემჩნევა სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მცდარი პოლიტიკაა, ვიდრე მცდელობა ამ პრობლემის ტაქტიკურად შემცირების.
"დიპლომატიის თვალსაზრისით, ტაქტიკურად რასაც აკეთებს თქვენი ხელისუფლება შეიძლება გარკვეულ წილად გავიგოთ, მაგრამ სტრატეგიის თვალსაზრისით ეს შეცდომაა. რისი მაგალითია დღეს უკრაინა, რუსეთის მიერ დაწყებულ ომამდე, რომელიც ლუკაშენკოს დახმარებით განხორციელდა, არ შეიძლება სირაქლემის პოზიციის დაკავება, როდესაც თავი ქვიშაში გვაქვს ჩარგული და პრობლემას ვერ ვხედავთ ეს იმას არ ნიშნავს პრობლემა არ არსებობს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს როგორც სახელმწიფოს შეგიძლიათ დაიკავოთ ტაქტიკური, ნახევრად ნეიტრაულრი პოზიცია, რომელიც უფრო უკრაინის მხარდამჭერია, ეს დღეს თქვენ გადაგარჩენთ იმისგან, რომ რუსეთი დღეს ანტიქართულ მოქმედებებს არ ახორციელებს, მაგრამ ეს თქვენ პერსპექტივაში არ გადაგარჩენთ. სტრატეგიულად მოემზადეთ იმისათვის, რომ სათითაოდ იქნება რუსეთის მიერ საკითხი "მოგვარებული", დღეს ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ პრობლემის მოსაგვარებლად - რუსული სამყაროს წინააღდეგ, როდესაც თავს გვახვევენ ისტორიას, რომელიც ჩენ არ გვეკუთვნის, ცდილობენ თავს მოგვახვიონ იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ არ მივიღებთ, შესაბამისად ან ერთად ვიბრძოლებთ თავსმოხვეული რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ან სათითაოდ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
თქვენს კითხვას უფრო კონკრეტულად რომ ვუპასუხო ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელია სტრატეგიული შეცდომა იქნეს დაშვებული." – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებებლია აქ